GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
მომავლის ხელახალი გააზრება

"მომავლის ხელახალი გააზრება" ეს არის გამოფენა, რომელიც ეწყობა ევროპის კულტურის ცენტრის ორგანიზებული პროექტის   "პერსონალური სტრუქტურები" ფარგლებში ვენეციაში 2017 წლის ბიენალეს პერიოდში.

 

პროექტი "პერსონალური სტრუქტურები" გაიმართება პალაცო მორაში და პალაცო ბემბოში. გამოფენა მიმდინარეობს 2017 წლის 13 მაისიდან (11-12 მაისს დახურული ჩვენებები) - 26 ნოემბრამდე. "პერსონალური სტრუქტურები" არის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს არტისტებისა და ხელოვნების ისტორიკოსების შესაძლებლობას, რათა მათ შეძლონ დისკუსია არტის ფილოსოფიური კონცეფციის შესახებ. 2017 წელს "პერსონალურ სტრუქტურებში" თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია წარმოდგენილია სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის რამდენიმე სტუდიით შემდეგი მხატვრების მონაწილეობით : ნათია ბენაშვილი, ავთანდილ გახოკიძე, დავით გოცირიძე, სალომე ელანიძე, ანა წოწონავა, მარიამ შაქარაშვილი, მარიამ აქუბარდია, მაკო ლომაძე, მარიამ ოდიშვილი, გიორგი კობიაშვილი. პროექტის ავტორები: სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი გია გუგუშვილი და სამხატვრო აკადემიის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრა გაბუნია. კურატორები : სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების სამაგისტრო ჯგუფების მოწვეული პედაგოგები, მხატვრები : ილია ზაუტაშვილი, სოფია ჩერქეზიშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ვახო ბუღაძე.

გალერეა