GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ვორქშოფები-სემინარები
საერთაშორისო ვორქშოფი ფლორენციაში

მიმიდინარე წლის 8-15 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროს დაფინანსებით იტალიაში ქალაქ ფლორენციაში რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის რეგულარული კალენდრის ფარგლებში ტარდება საერთაშორისო ვორქშოფი, თსს აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის პროფესორის, ფონდის ექსპერტის ნანა იაშვილის ხელმძღვანელობით. პროექტი ემსახურება ახალგაზრდა შემოქმედთა კულტურათაშორისი დიალოგის განხორციელებას და ასევე თსს აკადემიის პროგრამების ინტერნაციონალიზაციას. ქართული კულტურის გატანას საერთაშორისო ასპარეზზე, ევროპული კულტურის, კერძოდ იტალიური რენესანსის გაცნობას და გააზრებას არქიტექტურის, სახვითი ხელოვნების, მუსიკის, სოციალური არტის, თანამედროვე რეკლამისა და დიზაინის კონტექსტში.
ეს საერთაშორისო ვორქშოფი მიზნად იზახავს სტუდენტების პრაქტიკულ ზიარებას იტალიის ხელოვნების მაღალ შემოქმედებასთან. ისინი უშუალოდ შეიგრძნობენ რეალურ სივრცეში განვითარებულ კულტურულ ისტორიას, რაც გახდება მათი შემოქმედების ინსპირაციის საგანი. განსხვავება და იდენტობა, პარალელები და აღმოჩენები... ეს კულტურათაშორისი დიალოგის მთავარი მახასიათებელია, რასაც პრაქტიკული გამოცდილება კიდევ უფრო განამტკიცებს.