გიორგი პოპიაშვილი არის დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი კრეატივ დირექტორი, პოპულარული სპიკერი და რეკლამის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სკოლის - Miami Ad School-ის ლექტორი. იგი არის კანის რეკლამის ფესტივალის 2 ვერცხლის ლომის, Epica-ს, და რამდენიმე სხვა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი; იყო კომპანია "საქიდეამშენის" დამფუძნებელი და კომპანია JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი.
სემინარის შესახებ:
ვიზუალური კომუნიკაცია.
პირველი ნაწილი (თეორია):
• რეკლამის მოკლე ისტორია, განვითარების ეტაპები.
• ვიზუალური კომუნიკაციის როლი რეკლამაში.
• ბეჭდვითი რეკლამა. შემადგენელი კომპონენტები (კონცეპცია, დიზაინი, კომპოზიცია, ფოტო, ტიპოგრაფია)
დავალება: მომზადდება საერთო ბრიფი ყველა სტუდენტისათვის - შექმნან ბეჭდვითი რეკლამა კონკრეტული ბრენდის კონკრეტული პროდუქტისათვის.
მეორე ნაწილი: სტუდენტები აუდიტორიის წინაშე გააკეთებენ საკუთარი პროექტის პრეზენტაციას. სტუდენტები მიიღებენ პირად შეფასებას ნამუშევრებზე.

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა