GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ვორქშოფები-სემინარები
თანამედროვე იაპონელი მხატვრის ვორქშოფი აკადემიაში

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს 5 ნოემბერს ჩაუტარდათ შუ კუბოს ვორკშოპი.

შუ კუბო - იაპონიის თანამედროვე ხელოვნების „კირიეს“ გამორჩეული მხატვარი.
დაიბადა 1951 წელს იაპონიაში. 1977 წელს ოსაკას გალერეაში მოეწყო პერსონალური გამოფენა, რის შემდეგ მან ფართო საზოაგდოების ყურადღება მიიპყრო და მიწვეულ იქნა იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში.
მისი მუშაობის სპეციფიკას წარმოადგენს იაპონური ქაღალდი „ვაში“.“ ვაშის თითო ფურცელზე საჭრისის ფაქიზი გამოყენებით ქმნის ნახატს. მან შეიმუშავა განსაკუთრებული შერეული ტექნიკა. ის იყენებს პასტელისა და აკრილის საღებავს, ქსოვილს, ქვიშას. ნამუშევრის თემა თუ მოითხოვს, სიფრიფანა „ვაშის“ არაერთ ფენას იყენებს სიღრმისა და სამგანზომილებიანი შეგრძნების შესაქმნელად და ორიგინალური, ცოცხალი ფერებით ობიექტის ტექსტურასაც გამოხატავს.
შუ კუბო 1955 წელს კობეში მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მან თავად გამოსცადა, თუ როგორ ტოვებს სტიქიური უბედურება წარუშლელ კვალს ისტორიაში და ადამიანის ცხოვრებაში. ამის შემდეგ მან თავისი შემოქმედების თემად აქცია „ქაღალდის იაპონიზმი“. მან მოიარა იაპონია და თავის ნამუშევრებში თითოეული სეზონის დამახასიათებელი „ინგრედიენტებისა“ და განწყობის გადმომცემი მოვლენებისა თუ საგნების ასახვა დაიწყო.
იაპონიის და საზღვარგარეთ ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად სხვადასხვა ქვეყნებში მან მოაწყო გამოფენები, ჩაატარა ვორკშოპები.

გალერეა