18 ივლისიდან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკში იწყებს ახალ 2 კვირიან სატრენინგო პროგრამას თემაზე: როგორ მუშაობს ფაბლაბი
თქვენ გაქვთ შანსი შეისწავლოთ თანამედროვე მოთხოვნადი დანადგარები, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ შექმნათ თითქმის ყველაფერი. მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს და გაეცნობიან შემდეგი ტიპის დანადგარებთან მუშაობის პრინციპებს:
1) 3D პრინტერი
2) ლაზერული მჭრელი
3) პროგრამირებადი ჩარხი (CNC Router)
4) ბრტყელ ზედაპირზე მბეჭდავი პრინტერი
5) სასერი პლოტერი
ტრენინგი წარიმართება როგორც თეორიული , ასევე პრაქტიკული მუშაობის მეშვეობით. თეორიული ნაწილი მოიცავს ზოგადი ინფორმაციის და სასწავლო ლიტერატურის მიწოდებას, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში მოიაზრება თითოეულ დანადგართან ფიზიკურად მუშაობა, სამუშაო ფაილების დამოუკიდებელი მომზადება , პრაქტიკული დავალებების შესრულება.
ტრენინგის გავლის შემდეგ პირებს შეეძლებათ დამოუკიდებლად დაამუშაონ საშუალო სირთულის პროექტები. ეცოდინებათ ტექნიკასთან მუშაობის უსაფრთხოების წესების დაცვა. ექნებათ საბაზისო ცოდნა და სურვილის შემთხვევაში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას და ფაბლაბის სრულფასოვან სპეციალისტებად ჩამოყალიბებას. შეეძლებათ საკუთარ ან კერძო საწარმოში მსგავს აპარატურაზე მუშაობის დაწყება.
ტრენინგის გავლა შეუძლია მხოლოდ შემდეგი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს:
1) ტექნიკური სპეციფიკაციები: კომპიუტერთან და გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები. ასევე სხვადასხვა გრაფიკულ ფორმატებთან მუშაობის გამოცდილება.
2) ელექტრო ინსტრუმენტებთან და ხელსაწყო-იარაღებთან მუშაობის გამოცდილება.
ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ივლისი, იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/…/1FAIpQLSeuUHu8k0KcaggJ_…/viewform…

განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა