GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ვორქშოფები-სემინარები
Theater of the Oppressed workshop-თეატრი ჩაგრულებისთვის

პროგრამა:


ორი დღის განმავლობაში ჰანნე ვერვაელე ბელგიიდან, გააცნობს ჩაგრულთა თეატრის მეთოდს სტუდენტებს , რის შედეგადაც სტუდენტები თავის ემოციებს ფორმატზე გამოსახავენ.

 

ჰანა განმარტავს მეთოდის თეორიულ და ფილოსოფიურ საფუძველს. ის ასწავლის თამაშებს ჯგუფის შექმნის, იმიჯს თეატრისა და ფორუმის თეატრისთვის. გარდა ამისა, ის ისაუბრებს მთელ მსოფლიოში ჩაგრულთა თეატრის სხვადასხვა ჯგუფების პროექტებზე.
მიზნები:
სტუდენტი გაიგებს ჩაგრულთა თეატრის არსებობასა და წარმოშობას.
სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში საკითხზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ხელოვნება, გაერთიანების, დიალოგის, მშვიდობის მშენებლობისა და არაძალადობრივი წინააღმდეგობისთვის.
სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა შექმნან კავშირი ჩაგრულთა თეატრსა და საკუთარ დისციპლინას შორის.
სტუდენტები აღმოაჩენენ და ერთმანეთს უზიარებენ ჩაგვრისა და შევიწროების შემთხვევებს, რაც მათ ცხოვრებაში შეხვედრიათ.
სუდენტებმა თან უნდა იქონიონ: წყალი, კომფორტული ტანსაცმელი, (ანგარიშის ჩაბარების მსურველებმა რვეული და კალმისტარი).


Theater of the Oppressed (განმარტება)
თეატრი ჩაგრულებისთვის თეორიულიად და ტექნიკურად განავითარა ბრაზილიელმა რეჟისორმა, ხელოვანმა და აქტივისტმა აუგუესტო ბოალმა.
მან გააცნობიერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თანაბრად მიიღონ მონაწილეობა მსოფლიო მოვლენებში და ამავე დროს საკუთარ თავს დააკვირდენ ამ მოვლენებში მოქმედების დროს. აქედან გამომდინარე, ბოალს მიაჩნდა, რომ ადამიანი თავად შეიცავს თეატრს. ის არის ერთ მთლიანში ერთდროულად წარმოდგენილი თეატრი, მსახიობი და მაყურებელი. რადგანაც ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს დავაკვირდეთ მოქნედებისას, ჩვენ შეგვიძლია ისე გავაუმჯობესოთ, მოვერგოთ და შევცვალოთ ჩვენი ქმედება, რომ სხვადასხგვარი ზემოქმედება მოვახდინოთ ჩვენ სამყაროზე და შევცვალოთ ის.

 

ჩაგრულთა თეატრი თანამშრონლობს ადამიანებთან, რომლებსაც სურთ რაღაცის აღმოჩენა, გააჩნიათ კრიტიკული აზროვნებისა და დიალოგის უნარი და არიან ჩართული ლიბერალიზაციის პროცესში.
ჩაგრულთა თეატრის საშუალებით უკეთესად შევიცნობთ საკუთარ თავს, გარემოცვასა და სამყაროს.
(ფორუმის პროექტი, რა არის ჩაგრულთა თეატრი).
ჩაგრულთა თეატრის ხე:
საკანონმდებლო თეატრი, უხილავი თეატრი, სურვილის ცისარტყელა, გამრავლება, პოლიტიკა, ისტორია, ეთიკა, ფილოსოფია, ეკონომიკა, სოლიდარობა, თამაშები, იმიჯის თეატრი, ფორუმის თეატრი, გაზეთის თეატრი, პირდაპირო ქმედებები.



პროექტის ხელმძღვანელი:
დირექტორი
ჰანა ვერვაელი, 26 წლის, ბელგია
ჰანამ 2010 წელს დაამთავრა ლევენის უნივერსიტეტი ფიზიოთერაპევტის განხრით. სტუდენტობის პერიოდში ის მოხალისედ მუშაობდა სამშვიდობო ორგანიზაციაში: U move 4 Peace, სადაც მუშაობდა ფლამანდიურ საზოგადოებაში ჩაგვრის პრობლემასთან დაკავშირებული კრეატიული მეთოდების მრავალფეროვნებაზე, იმისთვის, რომ უფრო ღრმად შეესწავლა ჩაგრულთა თეატრის მეთოდი, ჰანა ასისტენტობას უწევდა მთელი წლის განმავლობაში ფორმაატში (ადგილი ჰოლანდიაში, სადაც შესაძლებელია დრამაში მონაწილეობა. In Dutch: (http://www.formaat.org/) იქ მას მიეცა შესაძლებლობა ემუშავა ჰოლანდიურ საზოგადოებაში სხვადასხვა მარგინალურ ჯგუფებთან - უსახლკარო ადამინებთან, მათთან ვისაც ფსიქიკური პრობლემა აქვს, სტუდენტებთან, ა.შ.
ამ უინარ-ჩვევების გამომუშავებისა და მიღებული ცოდნის შედეგად ჰანა გადავიდა ისრაელში/პალესტინაში სადაც თავისუფლებისთვიას მებრძოლთა ორგანიზაციაში გაიარა ინტერნშიპის პროგრამა. (http://cfpeace.org/). მისი ერთ-ერთი საქმიანობა იყო რთულ ქარამში, პალესტინაში თეატრის ბაზაზე ყოველკვირეული ვორქშოპების ჩატარება.


საკონტაქტო ნომერი: 599 222 012 ანა მიქელაძე