GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
კინო-ტელე მხატვრობა - ხელმძღვანელი გოგი ტატიშვილი, თსსა ასისტენტ-პროფესორი

სწავლების ენა:  ქართული 

 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:  ხელოვნების ბაკალავრი

 

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა:  240 Eჩთშ, ,  4  წელი

 

სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, ( სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. სასწავლო წლის ხანგრძლივობა- 40 კვირა, სემესტრის ხანგრძლივობა – 20 კვირა, აქედან – 15 სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა.  ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი.  

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:   აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა  შემოქმედებითი კონკურსი

 

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია: საბაკალავრო პროგრამის კურსი წარმოადგენს თეორიულ, პრაქტიკულ და ანალიტიკურ მუშაობას, თანამედროვე ტექნოლოგიური და აზროვნებითი ფორმების გავალისწინებით, კინო-ტელე მიმართულების მხატვრებისათვის. 

 

საბაკალავრო პროგრამის სრულყოფილი და სინთეზური ფორმის მიღწევისათვის ხდება საკმაოდ ვრცელი მასალის კულტუროლოგიურ ჭრილში სპეციფიური დამუშავება, საკითხების კომპლექსური გადააზრება და სტუდენტისათვის მაქსიმალურად შესატყვისი ფორმით მიწოდება.

 

სტუდენტი, საჭირო უნარების დახვეწასთან ერთად მუშაობს ფერწერასა და ხატვაში, აგრეთვე კომპიუტერული გრაფიკის სამგანზომილებიან და ორგანზომილებიან საანიმაციო და სამონტაჟო პროგრამებში.