GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
პლაკატის დიზაინი - ხელმძღვანელი თამაზ ვარვარიძე, თსსა ემერიტუსი

სწავლების ენა: ქართული

 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ხელოვნების ბაკალავრი

 

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 Eჩთშ4 წელი სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8სემესრი, (საწავლო წელი შედგება ორი სემესტრისგან). სასწავლო წლის ხანგრძლივობა-40 კვირა, აქედან 15სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა. ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი. 

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა შემოქმედებითი ტური. 

 

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია: 

 

პლაკატის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს დარგის შემსწავლელ, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ კურსებს. სწავლების მეთოდიკა ეფუძნება როგორც ტრადიციულ გამოცდილებას ასევე თანამედროვე ხელოვნების უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, ბაკალავრიატში სტუდენტი მიიღებს ცოდნას სახვითი ხელოვნების გრაფიკის მიმართულებით პლაკატის დიზაინის სფეროში, გამოიმუშავებს შემოქმედებითი აზროვნების, პრაქტიკული მუშაობის და ანალიზისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. Gგაეცნობა და შეისწავლის მრავალფეროვან გრაფიკულ და ციფრულ ტექნოლოგიებს. წარსული გამოცდილების და ტრადიციული მეთოდების გათვალისწინებით, შესძლებს დაეუფლოს ახალ სტილისტურ თუ ტექნიკურ მეთოდოლოგიას. შეეძლება ინდივიდუალური თვითგამოხატვის და დამოუკიდებელი კრიტიკული აზროვნების შემდგომი წმინდა პროფესიული კომპეტენციების შეძენასთან ერთად სტუდენტს ეძლევა საშუალება შეისწავლოს, როგორც საბაზისო დისციპლინები (ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია), ასევე ხელოვნების ისტორიის ზოგადი კურსები, ზოგადი თეორიული დისციპლინები (ესთეტიკა, ფსიქოლოგია, კულტუროლოგია და სხვა) და არჩევითი თეორიული საგნები. 

 

შემოთავაზებული პროგრამა ითვალისწინებს ევროპის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების გამოცდილებას. ეფუძნება რა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების დიდ ტრადიციებს, აგრეთვე იზიარებს თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების მიღწევებს და სწავლების მეთოდებს. 

 

ოთხ წლიანი სწავლის შედეგად ბაკალავრის კვალიფიკაციის დონე უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო უმაღლესი სახელოვნებო _ საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტებს.