GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
ქანდაკება - ხელმძღვანელი გურამ გიგაური, თსსა ასოცირებული პროფესორი

სწავლების ენა: ქართული

 

მისანიჭებელი ხარისხი: ხელოვნების ბაკალავრი 

 

სპეციალობა: სახვითი ხელოვნება 

 

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 EშთE , 4 წელი სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8სემესრი, (საწავლო წელი შედგება ორი სემესტრისგან). სასწავლო წლის ხანგრძლივობა-40 კვირა, აქედან 15სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა. ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი. 

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა შემოქმედებითი ტური.

 

საბაკალვრო პროგრამის ანოტაცია: პროგრამა ძველი, ახალი და უახლესი დროის მსოფლიო და ქართული სახვითი ხელოვნების ყველა საჭირო საინფორმაციო წყაროს მოიცავს: ისტორიულს, როგორც საგნობრივად ისე ვიდეო და ფოტო მასალებს და თეორიულად როგორც ხელოვნებათმცოდნეების ასევე მხატვრების ინდივიდუალურ მოსაზრებებს. გათვალისწინებულია სამუზეუმო და საგამოფენო მასალებიც. მასში შემავალი საგნები (ხედვები და მიდგომები) მიზნად ისახავს როგორც ზოგადად მსოფლიოს ისევე ეთნიკურ ინდივიდუალურ განსხვავებების და ურთიერთმიმართEBითი მსგავსებებისა და პარალელების წარმოჩენას. პროგრამა ეფუძნება Mსოფლიო ძველი კლასიკური ანტიკური ხანის, ასევე თანამედროვე რეალისტური ხელოვნების ისტორიის, მისი უმნიშვნელოვანესი მოვლენების (შემოქმედებითი ფაქტების) შესწავლასა და ანალიზს, როგორც ტრადიციული, აგრეთვე თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინარული მეთოდების გამოყენებით: ძერწვა, სახვა, ადვილად და ძნელად დამყოლ მასალებში. პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე და ქართული ხელოვნების სპეციალისტების: თიხაში, თაბაშირში, ხეში, ქვაში, ლითონში მომუშავე ოსტატ ბაკალავრების აღზრდაზე, რომლებიც მომავალში შეძლებენ დაგროვილი ცოდნა გადასცენ, როგორც უმაღლეს ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.