GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
თეატრის მხატვრობა - ხელმძღვანელი გიგა ლაპიაშვილი, თსსა ასოცირებული პროფესორი

სწავლების ენა: ქართული 

 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ხელოვნების ბაკალავრი

 

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: Eჩთ 240, 4 წელი სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8სემესრი, (საწავლო წელი შედგება ორი სემესტრისგან). სასწავლო წლის ხანგრძლივობა-40 კვირა, აქედან 15სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა. ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა შემოქმედებითი ტური.

 

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია 

 

სიტყვა თეატრი ბერძნული სიტყვიდან წარმოსდგა და ნიშნავს სანახაობას, სანახაობისათვის განკუთვნილ ადგილს.

 

თეატრს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ყველა დროის საზოგადოების ცხოვრებაში, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდებოდა მსჯელობა საკუთარ ცხოვრებასა თუ ინტერესებზე.

 

თეატრალური ხელოვნების ჩანასახი თავისი მრავალფეროვანი სანახაობითი ფორმებით გვხვდება ძველ აღმოსავლეთში, ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში და ანტიკური ხანის საბერძნეთში. 

 

თეატრი ერთმანეთში აერთიანებს სანახაობით და მოქმედებით საწყისებს, რის შედეგადაც ხდება თეატრალური ხელოვნების სინთეზი, რომელსაც მაყურებელზე იდეური და ემოციური ზემოქმედების განსაკუთრებული ძალა აქვს. აქედან გამომდინარე, იგი სინთეზური ხელოვნებაა, რომელიც მოიცავს დრამატურგის, რეჟისორის, მსახიობის, მხატვრის, კომპოზიტორისა და უამრავ სხვა სპეციალისტთა შემოქმედებით მუშაობას. სპექტაკლის შექმნის პროცესში მის ყოველ მონაწილეს თავისი როლო აკისრია. მათ შორის ერთ_ერთი მნიშვნელოვანთაგანი მხატვრის როლია. მხატვარი წარმოადგენს რეჟისორის მიერ ჩაფიქრებული იდეის, აზრის მთავარ გამომსახველს /დ. ალექსიძე 1917წ./

 

რეჟისორისა და მსახიობის ოსტატობა დროთა განმავლობაში სპექტაკლთან ერთად ქრება და მხოლოდ თეატრალური კრიტიკოსების, ან უკეთეს შემთხვევაში კინოფირის მეშვეობით შეიძლება შემორჩეს შემდგომ თაობებს. მხატვრის მიერ შესრულებული ესკიზები კი რჩება. როგორც დოკუმენტი. რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სპექტაკლის მხატვრული გაფორმების აღდგენა და შესაბამისად აღქმა იმ ცვლილებებისა, რომელსაც განიცდის თეატრი დროსთან დაკავშირებით