GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
ანიმაცია - ხელმძღვანელი თამაზ ვარვარიძე, თსსა ემერიტუსი

სწავლების ენა:  ქართული 

 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:  ხელოვნების  ბაკალავრი 

 

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა:  240 Eჩთშ სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, ( სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. სასწავლო წლის ხანგრძლივობა- 40 კვირა, სემესტრის ხანგრძლივობა – 20 კვირა, აქედან – 15 სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა.  ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი.  

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:   აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა  შემოქმედებითი კონკურსი

 

ანოტაცია

 

ანიმაციის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს დარგის შემსწავლელ, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ კურსებს. იღებს ვალდებულებას სტუდენტს გამოუმუშაოს ანიმაციური ფილმის დამდგმელი მხატვრისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევები, დაეხმაროს პროფესიული ოსტატობისა და შემოქმედებითი დამოუკიდებლობის მიღწევაში.

 

წმინდა პროფესიული კომპეტენციების შეძენასთან ერთად სტუდენტს ეძლევა საშუალება შეისწავლოს, როგორც საბაზისო დისციპლინები (ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია), ასევე ხელოვნების ისტორიის ზოგადი კურსები, ზოგადი თეორიული დისციპლინები (ესთეტიკა, ფსიქოლოგია, კულტუროლოგია და სხვა) და არჩევითი თეორიული საგნები.

 

შემოთავაზებული პროგრამა ითვალისწინებს ევროპის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების გამოცდილებას. ეფუძნება რა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის  გრაფიკის მიმართულების დიდ ტრადიციებს, აგრეთვე იზიარებს თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების მიღწევებს და სწავლების მეთოდებს.

 

ოთხ წლიანი სწავლის შედეგად ბაკალავრის კვალიფიკაციის დონე უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო უმაღლესი სახელოვნებო _ საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტებს.