მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ხელოვნების ბაკალავრი
საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 ECTS, სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, ( სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. სასწავლო წლის ხანგრძლივობა- 40 კვირა, სემესტრის ხანგრძლივობა – 20 კვირა, აქედან – 15 სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა. ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი.
სწავლების ენა: ქართული
საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია: დისციპლინის სფერო წარმოადგენს უძველეს დარგს მინის მხატვრული დამუშავებას. მინის მხატვრული დამუშავება გულისხმობს მხატვრულ_სადიზაინერო და სხვადასახვა ტიპის ტექნიკურ_ტექნოლოგიური პროცესების ერთიანობას. მინის დამუშავების ტექნოლოგიურ პროცესებში შედის მინის მცირე ზომის პლასტიკა, მინის ქანდაკება, მინის ჩარჩოები, ფერწერული მინის პლასტები, სმალტა (მოზაიკა ექსტერიერში ან ინტერიერში). ამ დარგის განვითარება სახავს დიდ პერსპექტივებს თანამედროვე არქიტექტურაში, ინტერიერში, ექსტერიერში, გამოყენებით სფეროში.
პროგრამა ორიენტიერებულია ამ დარგების დიზაინერების (სპეციალისტების) აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული ზოგადთეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ მინის მხატვრული დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას. ასევე, პროგრამა მოიცავს როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალურ არჩევით საგნებს.
განცხადებები
- სასწავლო წელი სამხატვრო აკადემიაში იწყება ორშაბათს, 2 ოქტომბერს.პირველკურსელები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე ფაკულტეტების მიხედვით:
- სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 20 სექტემბრამდე. სასწავლო წლის საფასურის არ გადახდის შემთხვევაში თსს აკადემიის ელექტრონულ სისტემაში (EMIS) სტუდენტი ავტომატურად გადავა დავალიანების მქონე სიაში, რაც სტატუსის შეჩერების საფუძველია.
- დიზაინის ფაკულტეტის სამაგისტრო მისაღები გამოცდების შედეგები შემოქმედებითი ტური უცხო ენა