GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი - ხელმძღვანელი თეიმურაზ სარიშვილი, თსსა ასოცირებული პროფესორი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი

 

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 ECTS, სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, ( სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან.

 

სასწავლო წლის ხანგრძლივობა- 40 კვირა, სემესტრის ხანგრძლივობა – 20 კვირა, აქედან – 15 სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა. ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი. 

სწავლების ენა: ქართული

 

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია: პროგრამა მოიცავს ხის მხატვრულ ნაკეთობათა შექმნას და ამ ნაკეთობათა შექმნისთვის საჭირო კონსტრუქციული და ტექნოლოგიური პროცესების შესწავლას. ხეზე კვეთა, ჩარხვა, მოზაიკური ტექნოლოგიები, მარკეტრის შესწავლა, მოპირკეთების სახეები, თანამედროვე ტექნოლოგიები, მასალები, ფურნიტურა, წებოები. ავეჯის დიზაინი განკუთვნილი როგორც საცხოვრებელი ბინებისთვის, ასევე საზოგადოებრივი და ადმინისტრაციული დაწესებულებებისთვის. საკურსო პროექტების უკეთ წარმოჩინებისათვის კომპოზიციასთან ერთად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რასტრული და სამგანზომილებიანი გრაფიკის შესწავლა. 

 

Pპროგრამა ორიენტირებულია ამ დარგის დიზაინერების (სპეციალისტების) აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული ზოგადთეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას. Aასევე პროგრამა მოიცავს როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება) აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, საუნივერსიტეტო და სპეციალურ არჩევით საგნებს.