GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკა - ხელმძღვანელი ანდრო გიორგაძე, თსსა ასოცირებული პროფესორი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების  ბაკალავრი

 

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა:240ECTS,  სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, ( სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. სასწავლო წლის ხანგრძლივობა- 40 კვირა, სემესტრის ხანგრძლივობა – 20 კვირა, აქედან – 15 სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა.  ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი.

 

სწავლების ენა:  ქართული

 

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია:  პროგრამა მოიცავს სამკაულის, ფერადი და შავი ლითონებისა და სხვა მასალათა მხატვრულ დამუშავებას. ის მოიცავს საიუველირო და სამჭედლო ხელოვნებას, რომელიც თავის მხრივ ტექნიკური შესრულების მრავალფეროვნებით ხასიათდება _ იქნება ეს მეტალების და მათი შენადნობების მხატვრული სხმულების მიღება, ჭრა, გრავირება, მოსევადება, მომინანქრება _ინკუსტრაციით დამუშავება და სხვა. მასალის და ტექნიკის მრავალფეროვნება იძლევა სხვადასხვა დიზინერული და ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრის საშუალებას, როგორც საიუველირო საქმეში, ისე ინტერიერსა თუ ექსტერიერის გაფორმების მიმართულებით. პროგრამა მოიცავს როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, საუნივერსიტეტო და სპეციალურ არჩევით საგნებს.