GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
გარემოს დიზაინი - ხელმძღვანელი ნოდარ ამაშუკელი, თსსა სრული პროფესორი

 მისანიჭებელი კვალიფიკაცია ------------ არქიტექტურის ბაკალავრი 

პროგრამის მოცულობა კრედიტებში -----250 ECTS, 1 ECTS = 25სთ; პირველი წელიწადი – 

67 ECTS, მეორე წელი -63 E ECTS, დანარჩენი ორი წელი 60 ECTS, I სემესტრი -34 ECTS, 

II სემესტრი -33 ECTS, III სემესტრი -32 ECTS, IV სემესტრი- 31; V-VIII სემესტრები 30ECTS. 

სწავლის ხანგრძლივობა ------- 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, (სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. წლის ხანგრძლივობა 40 კვირა; სემესტრის ხანგრძლივობა–20 კვირა, აქედან 15 სააუდიტორიო კვირა, 3 სასესიო და 2 პრაკტიკის. Lლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი, შესვენება 10 წთ. სულ ერთი ასტრონომიული საათი); 

სწავლების ენა ----------- ქართული 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა -------- აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გავლილი აქვთ თსსა-ის მისაღები და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით. 

შესავალი 

გარემოს დიზაინი სინთეზური ხელოვნებაა, ანუ სხვანაირად რომ განვმარტოთ, არქიტექტურულ გარემოში ერთვება სახვითი ხელოვნების კომპონენტები, რომლებიც თავისთავად არ კარგავენ დამოუკიდებლობას და რჩებიან მთელის შემადგენელ ნაწილად. ამ მიმართულების სპეციალისტების საქმიანობაა პროექტირება, ინტერიერის თანამედროვე დონეზე გადაწყვეტა, სივრცის მოწესრიგება, მისთვის სასურველი ფერისა და პლასტიკის მორგება. მათ თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადამიანთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში, მათი გემოვნების ჩამოყალიბებაში. 

გარემოს დიზაინი _ შემოქმედებითი მოღვაწეობის სახეობაა, რომელიც ესთეტურად აყალიბებს საგნობრივ _ სივრცით გარემოს, თავის თავში აერთიანებს საინჟინრო_საკონსტრუქციო, საპროექტო, სამეცნიერო და სახვითი ხელოვნების დარგებს.