GEO



2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობის მსურველთა საყურადრებოდ!!

15 / 01 / 2018

 
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობის მსურველთა საყურადრებოდ!!
გაეცანით გარე მობილობის ჩატერების პროცედურას და რეგისტრაციისა და გამოცდებიის ვადებს.
ბრძანება N 1ს/ხ 2017-18 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობის ვადების განსაზღვრასთან დაკავშირებით
მობილობის პროცედურა
1.გარე მობილობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (
http://eqe.ge/geo/news/show/53/1911);
2.გარე მობილობის მსურველი ვალდებულია განცხადებით მიმართოს თსსა რექტორს, განცხადებაში
მიუთითებს სასურველ პროგრამას. განცხადებას დანართის სახით უნდა ერთვოდეს ამონაწერი სასწავლო ბარათიდან, აღებული კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
3.წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე ფაკულტეტი ახდენს სტუდენტის მიერ
დაძლეული კრედიტების აღიარებას;
4.მობილობის მსურველი გადის თსსა-ს ფაკულტეტების მიერ მიღების წინაპირობად
განსაზღვრულ გამოცდა/გამოცდებს;
5.გამოცდების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში მობილობის მსურველ სტუდენტთან ფორმდება ხელშეკრულება, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით სტუდენტი ადასტურებს, რომ თანახმაა სწავლა გააგრძელოს თსსა-ს მიერ შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად;
6.გარე მობილობის მსურველი მოიპოვებს თსსა-ში ჩარიცხვის უფლებას განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მის ჩარიცხვაზე გაცემული დადებითი დასკვნის შემთხვევაში;
7.მობილობით სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე რექტორი გამოსცემს ბრძანებას;
8. გარე მობილობის მსურველი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ქონის შემთხვევაში წარმოადგენს ცნობას აღნიშნული სასწავლო გრანტის შესახებ.шаблоны для dle 11.2