საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს:
ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში;
ბ) გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო
გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების
დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი) - 4-დან 6 თვემდე ვიზიტი. ფინანსდება
ყოველთვიური სტიპენდია 2000 ევროს ექვივალენტი ლარში და მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში;
ბ) დოქტორანტების - 3 თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ექვივალენტი ლარში,
მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში და დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს
ექვივალენტი ლარში.
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების - 6 თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია
1000 ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში, დაზღვევის
ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ექვივალენტი ლარში და დოქტორანტის ხელმძღვანელის და
თანახელმძღვანელის მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 637,5ევროს ექვივალენტი ლარში.
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 15 მაისიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;
დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ფონდის ვებ გვერდზე
ან დაუკავშირდით თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს, საკონტაქტო პირი