ENG


გერმანიის, ქ. ოსნაბრუკის უნივერსიტეტის ტექსტილის დიზაინის მიმართულების პროფესორების და მკვლევარების ვიზიტი

17 / 10 / 2023

 
13 ოქტომბერი, 2023
გერმანიის, ქ. ოსნაბრუკის უნივერსიტეტის  (www.textil.uni-osnabrueck.de) - ტექსტილის დიზაინის
მიმართულების პროფესორების და მკვლევარების - Barbel Schmidt და Lucia Schwalenberg ვიზიტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 
ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიის,  ლეიდენის ტექსტილის მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში. 
შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორთან - ყარამან ქუთათელაძესთან, საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელთან, მაია ქოიავა-ყიფიანთან, ვიცე-რექტორთან თინათინ კლდიაშვილთან და ტექსტილის დიზაინის მიმართულების წარმომადგენლებთან. მოლაპარაკება ეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას და ერთობლივ პროექტს - ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ისტორიული შენობა, ტექსტილის დიზაინის სტუდიები და გობელენის მუზეუმი. ისინი დაესწრნენ ვორქშოფს ლურჯი სუფრის ლაბორატორიაში.
шаблоны для dle 11.2