7 ივლისს, 18:00 საათზე - ფაბრიკაში, გიწვევთ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენაზე - "დროის შემდეგ".
ექსპოზიცია წარმოადგენს სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა მედიუმს, როგორიცაა სახვითი ხელოვნება, ციფრული მედია და ინსტალაცია. მათში აღიბეჭდება კომპლექსური ურთიერთობა ქალაქის, მცხოვრებლების და მათ ისტორიებს შორის.