თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას სტუმრობდა ლიეტუვის რესპუბლიკის კულტურის ატაშე უკრაინასა და საქართველოში, ტომას ივანაუსკასი. სტუმარს უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. საუბარი შეეხო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და ასევე, ვილნიუსის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შორის მჭიდრო სამომავლო ურთიერთობას.