ENG

საფრანგეთის, დიჟონის ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლა ENSA Dijon Art & Design, Dijon, იწვევს თსსა სტუდენტებს სასწავლებლად, ერთი სემესტრით (ფრანგულ ენაზე),  თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. სტუდენტი არ გადაიხდის სწავლის საფასურს, თუმცა თვითონ უნდა უზრუნველჰყოს მგზავრობის, ცხოვრების, ყოველდღიური ხარჯების დაფარვა.




საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ,  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით,   (GPA-მინიმუმ 3.0 )  ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი);
აგრეთვე,  იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი.  
თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ პირობებს და გაქვთ სურვილი ჩაერთოთ სტაჟირების პროგრამაში,  1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, დეკანატში დააფიქსირეთ თქვენი თანხმობა ხელმოწერით.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

კონკურსის მიზანი:
ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა. დეტალური ინფორმაციისთვის, მითითებული ბმულის გამოყენებით ესტუმრეთ
სამეცნიერო ფონდის ვებგვერდს