ENG

სტუდენტთა ერასმუსმობილობის შესარჩევი კონკურსი -  მონპელიეს უნივერსიტეტი UNIVERSITÉ PAUL-VALÉRY MONTPELLIER 3- კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტებისთვის
 
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა   თსსა  კინოს მხატვრობის  მიმართულების სტუდენტებისთვის - 2 ადგილი, 2023/2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,  მონპელიეს უნივერსიტეტში UNIVERSITÉ PAUL-VALÉRY MONTPELLIER 3,  
https://www.univ-montp3.fr/en 

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, კინოს მხატვრობის მიმართულების ხელმძღვანელს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         პორტფოლიო,
.          CV,  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 20 ოქტომბერი, 2023
 
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, ana.mikeladze@art.edu.ge, 599222012
სალომე სხირტლაძე 599381100
kinosako@gmail.com
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:    
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში. შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე   https://old.old.art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.


სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი -  თურქეთის Kastamonu უნივერსიტეტი - კერამიკის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა   თსსა     დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულების, სამაგისტრო  საფეხურის    სტუდენტებისთვის - 1 ადგილი, 2023/2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის, თურქეთის  Kastamonu უნივერსიტეტში   (Kastamonu University,  https://www.kastamonu.edu.tr/index.php/en/)

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   დიზაინის ფაკულტეტის დეკანს და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         პორტფოლიო,
.          CV,  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 20 ოქტომბერი, 2023
 
საკონტაქტო პირი: გია იაშვილი, gia.iashvili@art.edu.ge, 599531946


აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:    
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში. შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე   https://old.old.art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.
 

 


თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია წარმოგიდგენთ, დიზაინის ფაკულტეტის - მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების და კურსდამთავრებულთა ღონისძიებას. 
მონაწილეები წარმოადგენენ საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებს: კოსტიუმებით გათამაშდება სასცენო სიუჟეტები/პერფომანსი. შოუს წარსადგენად მოწვეულია სააგენტო “ნატალი”. პროექტი მოამზადეს მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასევე, დაწყებითი კურსის სტუდენტებმა და პირველკურსელებმა.
მონაწილეები: სალომე თანდაშვილი, ლუკა ღანიაშვილი, ნინო დაფქვიაშვილი, ნინა ფარულავა, BABILINA, მარიამ მელაძე/მარიკა ჭანტურია, ანი ლაშხი, ხორნაული, MILENA, ლელა ფცქიალაძე, სალომე ტურაშვილი, სალომე ნადირაძე, ევა გოგოთიძე, ირაკლი ჩაჩანიძე, DAVIDSNOW, გვანცა ჯინჭარაშვილი, DAVID SHERMAN. 
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მგალობლიშვილი
2 ოქტომბერი, 19:00 სთ
ალ. გრიბოედოვის N22, სამხატვრო აკადემია

2023 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი იწყება! 
2 ოქტომბერს გელოდებით ყველას
14:00 სთ - პირველკურსელების შეხვედრა ფაკულტეტების დეკანატებში!
15:00 სთ - პირველკურსელების შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორთან და ფაკულტეტების დეკანებთან. (სააქტო დარბაზი);
სამხატვრო აკადემიის სხვადასხვა სივრცეში დაგხვდებათ:
16:00 სთ - ფესტივალის „არტისტერიუმი 16“ გახსნა გამოფენით „არანაირი კომპრომისი“! (ხატვის სტუდიები, I სართული).
16:00 სთ - ფესტივალის „FEST I NOVA“ დახურვა შოუთი - „ხვალინდელი დღე ჯერ არ დამდგარა“; (სამხატვრო აკადემიის ბუფეტის სივრცე).
19:00 სთ - დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის  მიმართულების კურსდამთავრებულების სადიპლომო ნამუშევრების წარდგენა მოდების ჩვენების ფორმატით. შოუს წარმოადგენენ სააგენტო „ნატალის“ მოდელები. (სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზები). 
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22