ENG

9 აგვისტოს, 14:00 საათზე, გაიმართება რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის  კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დოქტორანტის, თამარ მელივას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის {და} მართვის გამოწვევები საქართველოში ბაგრატის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციის მაგალითზე.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ირინე ელიზბარაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
დისერტაციის დაცვა შედგება თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, B 4 აუდიტორიაში.

დისერტაცია
რეზიუმე

თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 2023-24 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე 

დანართი 1 - სერტიფიკატების ჩამონათვალი

დანართი 2 - რეფერატის შეფასების კრიტერიუმები

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია - 2023 წლის 8 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით

ინგლისური ენის გამოცდის თარიღი - 6 სექტემბერი, 10:00 საათი. ჩატარდება თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული „კონსერვაციის ცენტრი“ აცხადებს ღია კონკურსს
შემდეგ საშტატო ერთეულებზე:

განცხადება კონკურსის პირობების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნის თანახმად,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობისა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატის განაცხადი


სამხატვრო აკადემიის თვითმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, ა.წ. 4 აგვისტოს გაიმართება გამოფენა “ეზოში ავი ძაღლია”, რომელშიც გაერთიანებული იქნება სამი სახელოვნებო უმაღლესი სსასწავლებელი:▫️თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ▫️თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ▫️თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი.
თბილისური ეზოს და თბილისური ტრადიციების კონცეფცია, გააერთიანებს ყველა მიმართულების სტუდენტს და საშუალებას მისცემს მათ, საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი შემოქმედება. საკონკურსო ნამუშევრები უნდა იყოს შესრულებული თბილისური ეზოს იდეის გარშემო.
ნამუშევრების გაგზავნის ბოლო ვადაა 2 აგვიტო, მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Rati_tsiklauri@art.edu.ge  
ნამუშევრის ციფრულ ფორმატში შექმნის  შემთხვევაში გაითვალისწინეთ, ნამუშევრის ზომა უნდა იყოს A1 ფორმატი.