ENG


არქიტექტურა

სახვითი ხელოვნება, დიზაინი, მედიახელოვნება


აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საბაკალავრო
პროგრამებზე (არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, გარემოს დიზაინი):
გამოცდა ხაზვაში ჩატარდება- 2023 წლის 29-30 მაისი;
საგამოცდო ნამუშევრების შეფასება და ქულები გამოცხადდება  2023 წლის 31
მაისს;

 
სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების
საბაკალავრო პროგრამებზე:
გამოცდა „თავისუფალი კომპოზიცია“:
პირველი საგამოცდო ნაწილი (გრაფიკა) – 2023 წლის 5-7 ივნისი;
მეორე საგამოცდო ნაწილი (ფერწერა) – 2023 წლის 8-10 ივნისი;
საგამოცდო ნამუშევრების შეფასება - არაუგვიანეს 2023 წლის 11 ივნისი


16 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა და სტუდენტებისთვის ვორქშოფი ჩაატარა ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა - მაკარტურ ბინიონიმ, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ჩიკაგოში. დეტროიტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო კრენბრუკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის განხრით. მისი სადიპლომო ნამუშევარი შესულია ნიუიორკის - უიტნის მუზეუმის კოლექციაში. 2017 წელს, მხატვრის ნამუშევარი „დ.ნ.მ.-ი, შავი ფერწერა V.“ გახდა ვენეციის ბიენალეს ჰაილაითი. არტისტს დღეს წარმოადგენენ მსოფლიოში განთქმული გალერეები: „ლეჰმან მაფენი (Lehmann Maupin)“  ნიუ-იორკში და ჰონგ კონგში, და „მასსიმო დე კარლო (Massimo de Carlo)“ მილანში და ლონდონში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ასევე ბოლო წლების ყველა დიდ არტ-ბაზარზე: „არტ ბაზელი (Art Basel)“ და „ფრიზი ლონდონი (Frieze London). ბინიონის პირველი დიდი სამუზეუმო სოლო გამოფენა გაიხსნა 2021 წელს, ფლორენციის „ნოვოჩენტო მუზეუმში - Museo Novecento“, სადაც ექსპოზიციის ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ ფილმი მისი ბოლო წლების შემოქმედების შესახებ - „ენადაბმული: ვდგავარ: გავშეშდი: (მომდევნო აზრები)“, რეჟ. მარიკა მაიოროვა. აღნიშნული ფილმი ქართული თარგმანით, 2023 წლის 19 მაისს ნაჩვენები იქნება კინოთეატრ „ამირანში“. 

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების lV კურსის სტუდენტებმა: ნინო გოგოლიძემ და მარიამ ელიავამ გაიმარჯვეს კონკურსში და 2023 წლის ივლისში მიემგზავრებიან გერმანიაში, დრეზდენის საერთაშორისო პლენერზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი გერმანელ მხატვრებთან ერთად შექმნიან ფერწერულ ტილოებს, ჩაერთვებიან სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობასა და გამოფენაში Fama.Synchron. პროექტის დასასრულს კი, წარსდგებიან "კანალეტოს" კონკურსზე - დრეზდენის საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალის Palais Sommer ფარგლებში.
Palais Sommer კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალია, რომლის უმთავრესი კომპონენტია საერთაშორისო პლენერი, რომელიც დაფუძნებულია გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას (1962-2019) მიერ და რომლის ინიციატივითაც პლენერში, 2013 წლიდან სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან ჩართულნი.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, მარიამს და ნინოს ამ წარმატებას!