ENG


12 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა ვორქშოფი „ხელოვნება ხვდება რეწვას“. მენტორი: ვატო წერეთელი
შეხვედრის მთავარი ორიენტირი: თანამედროვე ხელოვნების წიაღში განვითარებული „შემოქმედებითი კვლევის“ მეთოდოლოგიის წარდგენა, რომლის შედეგად, ამ შემთხვევაში შემოქმედებითი ინდუსტრიების კონტექსტში, ხერხდება ახალ იდეაზე დაფუძნებული ნაწარმოების/პროდუქციის შექმნა. ვორქშოფების ციკლი - „ხელოვნება ხვდება რეწვას“, ითვალისწინებს მონაწილეების მიერ, შეხვედრების კონტექსტში შესრულებული ნამუშევრების საჯარო პრეზენტაციას.

ხშირად დასმული კითხვებიდან გამომდინარე, განვმარტავთ:
აბიტურიენტის პირადი ნომრის ბოლო ოთხი ციფრი, წარმოადგენს აბიტურიენტის ინდივიდუალურ კოდს, აგრეთვე რეგისტრაციის დადასტურების წერილის ნომერი.  
გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დადასტურების წერილი შესაძლოა არ მოვიდეს თქვენი ელექტრონული ფოსტის ახალ წერილებში, ამიტომ დაათვალიერეთ SPAM საქაღალდე ან ელექტრონული ფოსტის სხვა განყოფილებები. 
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა ვერ მოიძია ელ.ფოსტაზე მისული დადასტურების წერილი, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან აბიტურიენტს, პორტფოლიოს წარდენის დროს, საგამოცდო ოფისის მიერ, ისედაც გადაეცემა მისი კუთვნილი ინდივიდუალური კოდი. 
აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ  გავიდნენ ორ გამოცდაზე - როგორც ხაზვაზე ისე ხატვაზე, ორივე ველი უნდა მონიშნონ ერთ სარეგისტრაციო ფორმაში და გადაიხადონ 80₾ . 
გადახდის დროს კი გაითვალისწინეთ, რომ სახაზინო კოდი იგივეა რაც ანგარიშის ნომერი.
გისურვებთ წარმატებას! 

10 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში გაიხსნა თსსა მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტერდისციპლინარული გამოფენა „იდეა მოდის ილუსტრაციაში“. ნამუშევრებში გამოყენებულია სხვადასხვა ტექნიკები და ტექნოლოგიები.
ნამუშევრების ავტორები:
კედლის ობიექტები - დინარა ზურაბიანი, ნინი კერატიშვილი, სალომე ჭყონია, ანი ბერძენიშვილი, თებროლე ქემოკლიძე, დიმა კორობკოვი, ქეთი კანტიძე;
ილუსტრაციები - გვანცა ჯინჭარაშვილი, მარიამ მამუკაშვილი, თამათა არუნაშვილი, ნაო ასლამაზაშვილი, მარიამ მელაძე, ანანო გოგატიშვილი, დიანა ბაბევი, ელენე ერქომაიშვილი, მარიამ ილურიძე, ნია შიშინაშვილი, ნინია ორახელაშვილი, ნინი კობახიძე, ნინო დაფქვიაშვილი, მარიამ ქავთარაძე, ნინია ლაღიძე, ლიკა წერეთლი, დინარა ზურაბიანი, ნინი კერატიშვილი, სალომე ჭყონია, ანი ბერძენიშვილი, თებროლე ქემოკლიძე, ბარბარე ხორნაული, მარიამ ტაბლიაშვილი;
ვიდეო - ბარბარე ხორნაული, მარიამ ტაბლიაშვილი, ნია ნიკვაშვილი

10 აპრილს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას სტუმრობდა ესპანეთის, ოვიედოს ხელოვნების უმაღლესი სკოლის Escuela de Arte de Oviedo - სამხატვრო აკადემიის ახალი ერასმუს პარტნიორი ინსტიტუტის, პრინტის მიმართულების პროფესორი Isabel García Cuadrado.
სტუმარს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდა სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი. 10-15 აპრილს იგეგმება ტრენინგ მობილობა თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულებაზე.