27 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა თანამედროვე ცეკვის მკვლევრის, ხათუნა მზარელუას საჯარო ლექცია.
ლექციის ფარგლებში, ნაჩვენები იქნა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფრანგი ქორეოგრაფის, ანჟელენ პრელჟოკაჟის ბალეტი - "ფრესკა". საღამოს პირველ ნაწილში - ოდა ფრანგულ ბალეტს, თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა ისაუბრა სამი ისტორიული ბალეტის შესახებ: „ცისფერი მატარებელი“ (1924), „ბოლერო“ (1961, მორის ბეჟარის ვერსია) და „ღამის გადალახვა“ (2018). მეორე ნაწილი კი დაუთმო ქორეოგრაფ ანჟელენ პრელჟოკაჟს. ხათუნა მზარელუამ წარმოადგინა ასევე თავისი პირველი წიგნი ცეკვაზე – „კაფე მიულერში“, რომელიც გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მთავარი ფინანსური მხარდაჭერით".