ENG


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას. მიმდინარე წელს პირველად პროგრამის ბენეფიციარები დაფინანსებისთვის რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონულ პორტალზე. 

სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაცია გაამარტივებს განაცხადის წარდგენის პროცესს და შეამცირებს პროგრამის ადმინისტრირების ვადებს.

 პროგრამაში ჩართვისთვის სტუდენტი პროგრამით განსაზღვრული ვადების დაცვით უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე  ელექტრონულ პორტალზე შესვლა შესაძლებელი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ბანერიდან