ENG

2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაციისა და გამოცდების ვადები:

·         შიდა მობილობის მსურველ პირთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ დასკვნების მომზადება (შესაბამისობის დადგენა) 2022 წლის 15 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით;
·         გამოცდები სპეციალობაში 2022 წლის 7 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით;
·         შედეგების გამოქვეყნება 2022 წლის 13 სექტემბერი;
·         შიდა მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ თსსა-ის სამართლებრივი აქტის გამოცემა 2022 წლის 16 სექტემბერი.
ვაკანტური ადგილები და გამოცდის წინაპირობები იხილეთ თანდართულ ბმულზე.

დანართი 

გამოცხადდა  სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია და მისაღები გამოცდების ვადები:
 
  • სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა რესგიტრაცია 2022 წლის 10 აგვისტოდან  31 აგვისტოს ჩათვლით;  
  • გამოცდა უცხო ენაში 2022  წლის 7-8 სექტემბერი;
  • სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა გამოცდა/გამოცდები სპეციალობაში 2022 წლის 14-15 სექტემბერი;
  • გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 2022  წლის 20 სექტემბერი
  • სააპელაციო განცხადებების მიღება 2022  წლის 22-23 სექტემბერი
  • გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება, მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება და რექტორის ბრძანების გამოცემა  სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის თაობაზე 2022 წლის 28-29 სექტემბერი
 
  • მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე
  • ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • 2 ფოტოსურათი (CD) -ზე ჩაწერილი
  • სამხედრო აღრიცხვის საბუთი  (ვაჟებისთვის)

არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა ყველა საჭირო საბუთთან ერთად უნდა წარმოადგინონ: პორტფოლიო, CV, სამოტივაციო წერილი (2 -დან 5 გვერდამდე), დახასიათება ( პედაგოგის ან სამუშაო ადგილიდან ).  




სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ მიმდინარეობს ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი საკონკურსო პირობების დაზუსტება, რაც იწვევს  კონკურსის ჩატარების თარიღის ცვლილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში საკონკურსო განაცხადები მიმდინარე წლის 1-2 აგვისტოს აღარ მიიღება.

ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსები გამოცხადდება უახლოეს მომავალში. განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდება სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვებ გვერდზე: www.art.edu.ge, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განაცხადების მიღების დაწყებამდე 1 თვით ადრე.