ENG




სლოვაკეთის რესპუბლიკა, ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 სამთავრობო სტიპენდიას 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

მსურველებს აპლიკაციის ფორმების შევსება შეუძლიათ ონლაინ მისამართზე:
https://www.vladnestipendia.sk/en/ მიმდინარე წლის 25 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია მისამართზე:
https://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/.

კითხვების არსებობის შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ დაეკონტაქტონ შემდეგ
ელ-ფოსტაზე: helpdesk@studyabroad.sk ან დარეკონ ნომერზე: +421 907 551 404. 
ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში
სტუდენტებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე
დოკუმენტი

16 მარტი - სამხატვრო აკადემია
ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის FH Salzburg University of Applied Sciences - ავეჯის დიზაინის, მოდელირებისა და ვიზუალიზაციის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა - მარკუს შრანცერმა და ბიზნეს სტრატეგიისა და მარკეტინგის პროგრამის ხელმძღვანელიმა - ვოლფგანგ ირლინგერმა დაათვალიერეს სამხატვრო აკადემია. სტუმრები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს და აკადემიის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე შედგა მოლაპარაკება, პროფესორების და ავსტრიელი სტუდენტების ჯგუფის ვიზიტის და ქართველ სტუდენტებთან ერთად ერთობლივი ვორქშოფის შესახებ - მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს. ვოქრშოფი გაიმართება სამრეწველო დიზაინისა და ინტერიერის დიზაინის სტუდენტებისთვის.