ENG

მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტერდისციპლინარული გამოფენა „იდეა მოდის ილუსტრაციაში“

11 / 04 / 2023

10 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში გაიხსნა თსსა მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტერდისციპლინარული გამოფენა „იდეა მოდის ილუსტრაციაში“. ნამუშევრებში გამოყენებულია სხვადასხვა ტექნიკები და ტექნოლოგიები.
ნამუშევრების ავტორები:
კედლის ობიექტები - დინარა ზურაბიანი, ნინი კერატიშვილი, სალომე ჭყონია, ანი ბერძენიშვილი, თებროლე ქემოკლიძე, დიმა კორობკოვი, ქეთი კანტიძე;
ილუსტრაციები - გვანცა ჯინჭარაშვილი, მარიამ მამუკაშვილი, თამათა არუნაშვილი, ნაო ასლამაზაშვილი, მარიამ მელაძე, ანანო გოგატიშვილი, დიანა ბაბევი, ელენე ერქომაიშვილი, მარიამ ილურიძე, ნია შიშინაშვილი, ნინია ორახელაშვილი, ნინი კობახიძე, ნინო დაფქვიაშვილი, მარიამ ქავთარაძე, ნინია ლაღიძე, ლიკა წერეთლი, დინარა ზურაბიანი, ნინი კერატიშვილი, სალომე ჭყონია, ანი ბერძენიშვილი, თებროლე ქემოკლიძე, ბარბარე ხორნაული, მარიამ ტაბლიაშვილი;
ვიდეო - ბარბარე ხორნაული, მარიამ ტაბლიაშვილი, ნია ნიკვაშვილი

შეხვედრა ქართველ არქიტექტორთან, ნიკოლოზ ჯაფარიძესთან.

6 / 04 / 2023

“Future of Architecture”
---------------------------
საჯარო შეხვედრათა ციკლის - „სამყარო წახნაგების გარეშე“ ფარგლებში, 12 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის დარბაზში, სტუდენტებს გიწვევთ შეხვედრაზე ქართველ არქიტექტორთან, ნიკოლოზ ჯაფარიძესთან.
დღესდღეობით, ნიკოლოზ ჯაფარიძე ცხოვრობს და მუშაობს დიდ ბრიტანეთში და ხელმძღვანელობს სტუდიო Architec-ს. მისი ბოლო პროექტები ხორციელდება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
პროექტის ავტორი: არქიტექტურის ფაკულტეტის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი - ნესტან წიკლაური
სტუდენტების საყურედღებოდ!
დარეგისტრირებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ საერთაშორისო კონკურსებში.