2023 წელს, სამხატვრო აკადემიის რექტორის მიერ ინიცირებული სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსი პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით ჩატარდა ღია კარის დღე.
ინფორმაცია შემოქმედებითი კონკურსის შესახებ აბიტურიენტებს გააცნეს: სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ, ფაკულტეტების დეკანებმა, სამხატვრო აკადემიის სასწავლო და ხარისხის მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე - მაია გაბუნიამ.
აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული 2023 წლის შემოქმედებითი ტურის დებულება, რომელშიც განმარტებულია თითოეული კომპონენტის მოცულობა, ფორმატი, მასალა და ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები, გთხოვთ იხილოთ სამხატვრო აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე - art.edu.ge.