ENG

კურატორ საბინა შიხლინსკაიას ლექცია სამხატვრო აკადემიაში

22 / 02 / 2023

21 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ცნობილმა არტისტმა და დამოუკიდებელმა კურატორმა საბინა შიხლინსკაიამ ლექცია გამართა. კურატორმა ისაუბრა ბოლო წლებში, მის მიერ განხორციელებულ მხატვრულ და საკურატორო პროექტეზე, ასევე თანამედროვე ხელოვნების განვითარების ტენდენციებზე.
საბინა შიხლინსკაია, ცნობილი მხატვარი და დამოუკიდებელი კურატორია, მის სახელს უკავშირდება აზერბაიჯანში კონცეპტუალური ხელოვნების განვითარება. მუშაობს სხვა და სხვა მედიაში - პერფორმანსი, ვიდეო-არტი და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ბიენალესა თუ ექსპოზიციაში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1993 წლიდან, მისი უშუალო კურატორობით გაიმართა 70-ზე მეტი გამოფენა. იყო აზერბაიჯანის პირველი პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე.

აკადემიკოს ვახტანგ ცინცაძის წიგნის - „თბილისი“ პრეზენტაცია და არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძის, 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

22 / 02 / 2023

21 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, არქიტექტორ-რესტავრატორის, აკადემიკოს ვახტანგ ცინცაძის წიგნის - „თბილისი“ პრეზენტაცია და ვახტანგ ცინცაძის მოწაფის, არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძის, 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წარმოდგენილი იყო ტარიელ კიპაროიძის „ნარიყალას ანსამბლის რესტავრაციის პროექტის“ გამოფენა და რესტავრატორის ზოგიერთი სკულპტურული ნამუშევრის რეპროდუქცია. ღონისძიებას დაესწრო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/videos/1051667645753656