ENG

მედიახელოვნების ფაკულტეტი წარმოგიდგენთ ვორქშოფ-შეხვედრას

20 / 12 / 2022

სტუდენტების საყურადღებოდ!
2022 წლის 22 დეკემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - მედიახელოვნების ფაკულტეტი წარმოგიდგენთ ვორქშოფ-შეხვედრას „ანსი-თბილისის" (Annecy - ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი) ანიმაციური პროექტის ვორქშოფის მონაწილეებთან და დამფუძნებელთან. სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ მათ მიერ განხორციელებულ, ანიმაციური ფილმების განვითარების პროექტებს.

ვორქშოფს გაუძღვება სამხატვრო აკადემიის, მედიახელოვნების ფაკულტეტის პროფესორი - ნინა სამანიშვილი და მოწვეული სტუმარი - "საქანიმას" დამფუძნებელი - მარიამ კანდელაკი.
საჯარო ლექციის დაწყების დრო: 16:00 საათი
სამხატვრო აკადემია, მედიახელოვნების ფაკულტეტი, მე-5 სართული, საპრეზენტაციო აუდიტორია N507

ხათუნა მზარელუას წიგნის - „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე) პრეზენტაცია

16 / 12 / 2022

2022 წლის 14 დეკემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - ჟურნალისტის, თანამედროვე ცეკვის მკვლევრისა და ფრანკოფონი პოეტის, ხათუნა მზარელუას წიგნის - „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე) პრეზენტაცია გაიმართა. ავტორი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ესაუბრა ქართული და ევროპული თანამედროვე ცეკვისა და კლასიკური ბალეტის ჩვიდმეტ დადგმაზე, რომელთა საშუალებითაც წიგნში წარმოდგენილია ცეკვის ხელოვნების განვითარების გზა, კავშირები ლიტერატურასთან თუ ზოგადად, შემოქმედებით პროცესებთან. წიგნის გამოცემის მთავარი ფინანსური ხელშემწყობი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

საჯარო ლექცია - "ციფრული ტრანსფორმაცია“

13 / 12 / 2022

16 დეკემბერს, სამხატვრო აკადემიის - არქიტექტურის ფაკულტეტი წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას - "ციფრული ტრანსფორმაცია“.

სტუმარი: სანდრო ასათიანი, (“ჯეოლაბ”-ის დამფუძნებელი, კოლეჯპარკი, აშშ - 2020
მერილენდის უნივერსიტეტი (University of Maryland) მკვლევარი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი, ტექნოლოგიების განვითარების ფონდის დირექტორი და თანადამფუძნებელი).

საჯარო ლექციის დაწყების დრო: 11:30 საათი
სამხატვრო აკადემია, საპრეზენტაციო აუდიტორია N808

ქართლოს ბიკაშვილის სოლო გამოფენა - "ცხვრები, ადამიანები და სხვა ცხოველები".

12 / 12 / 2022

ქალაქ ანტვერპენში, Eristavi Gallery-ში, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგის, მარიამ შაქარაშვილის კურატორობით გაიხსნა ახალი თაობის წარმომადგენელი ქართველი მხატვრის, სამხატვრო აკადემიის სტუდენტის - ქართლოს ბიკაშვილის სოლო გამოფენა - "ცხვრები, ადამიანები და სხვა ცხოველები".
გამოფენას სტუმრობდნენ: ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილი, ბოზარის (Bozar) მრჩეველი კულტურის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში - ქალბატონი რიტა იანსენი, არტ კრიტიკოსები, ქართველი და ბელგიელი ხელოვანები და ადგილობრივი პუბლიკა. ექსპოზიცია 25 იანვრამდე გაგრძელდება.