აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, გაცნობითი ხასიათის შეხვედრით სტუმრობდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან - მრჩეველი კულტურის საკითხებში, ბატონი აჰმადალი მეჰრი არდესთანი. მას უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ბატონმა გია გუგუშვილმა. სტუმარმა დაათვალიერა სამხატვრო აკადემიის რეაბილიტირებული, ისტორიული შენობა. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.