ENG

საგანგებო განცხადება საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით

10 / 03 / 2022

მოგეხსენებათ, 2022 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისთვის საიუბილეოა, ის 100 წლისაა!
ამ, ჩვენთვის და ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს, მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობით (გამოფენები, კონფერენციები, პრეზენტაციები და სხვა) ავღნიშნავთ. ასევე, საქართველოს ესტუმრება არაერთი უცხოელი სტუმარი, ვინც უშუალოდ იქნება ჩართული აქტივობებში. გარდა ამისა, გვერგო საპატიო მისია და ყველა ღონისძიება, მთელი წლის განმავლობაში, UNESCO-ს ეგიდით ჩატარდება.
სამხატვრო აკადემიაში, საიუბილეო წლის გახსნას 14 მარტს ვგეგმავდით. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე განვითარებული, უმძიმესი საომარი მოქმედებების და უკრაინისადმი სოლიდარობის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საზეიმო ღონისძიების ჩატარება გაუმართლებელია.
სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება საიუბილეო წლის ყველა ღონისძიება, რომელიც სპეციალურ საიუბილეო კალენდარშია გაწერილი, თუმცა თარიღების კორექტირება მოხდება მოვლენათა განვითარების მიხედვით. მათ შორისაა 14 მარტს დაგეგმილი, საიუბილეო წლის საზეიმოდ გამხსნელი ღონისძიებაც: დიმიტრი თუმანიშვილის წიგნის - „ქართული ხუროთმოძღვრების საკითხები“ პრეზენტაცია და სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკაში დაცული, რარიტეტული ნამუშევრების ფოტო-გამოფენა, რომლის თარიღს დამატებით გაცნობებთ.
დეტალური ინფორმაცია, ყველა ღონისძიების შესახებ (თარიღით და აღწერილობით), ასევე დაიდება სამხატვრო აკადემიის ფეისბუქ გვერდზე და ვებ-გვერდზე!

საიუბილეო წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები

10 / 03 / 2022

2022 წელი - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 100 წლისაა!
საიუბილეო წლის განმავლობაში დაგეგმილი ყველა ღონისძიება, UNESCO-ს მონაწილეობით ჩატარდება!
14-18 მარტი, ერასმუს ვორქშოფების სერია - მოდის დიზაინის მიმართულების და სახვითი ხელოვნებისა და მედია ხელოვნების ფაკულტეტების, გრაფიკის, ანიმაციის მიმართულების სტუდენტებისთვის - პალმას  ხელოვნების უმაღლესი სკოლა - Escola d'Art i Superior de Disseny de les Illes Balears  
▫️Maria del Pilar ROVIRA SERRANO (მოდის დიზაინი - შშმ პირებისთვის) თემა- Inclusive Fashion Design
▫️Jordi Miquel SEMPERE (გრაფიკა) თემა- Lettering For Society
▫️Miquel MUNTANER ESTARELLAS (ანიმაცია), თემა- Collaborative Open Source Animation»
ვორქშოფების დასასრულს, მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ ერასმუს სერტიფიკატები! გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში მიმართოთ შესაბამისი ფაკულტეტების კოორდინატორებს და ჩაეწეროთ მონაწილე სტუდენტების სიაში:
დიზაინის ფაკულტეტი- ნატა ნიკოლეიშვილი მობ: 593799960, nata.nikoleishvili@art.edu.ge
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი - ანა მიქელაძე, მობ: 599222012, anamikeladze@hotmail.com
მედია ხელოვნების ფაკულტეტი - ქეთევან კვირიკაძე, მობ: 599153339, ketevan.kvirikadze@art.edu.ge
ვორქშოფები ჩატარდება მიმდინარე წლის 15-18 მარტს,  შემდეგ მისამართებზე:
15-16-17  მარტი -დიზაინის ფაკულტეტის შენობა ვლ. გაბაშვილის ქ.#10
15-16-17 მარტი - გრაფიკა და ანიმაცია, სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობა
მოდის დიზაინი - 18 მარტი
ტექსტილის მუზეუმი 
შარდენის ქ.19