ENG

ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.
 
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება 2021 წლის 10 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ოქტომბრის ჩათვლით (მის: შარტავას ქ. N7).
 
სოციალურად დაუცბელი სტუდენტების დაფინანსების წესი



გაეცანით იმ სტუდენტების სიას, ვინც მოიპოვა შიდა დაფინანსება. გილოცავთ!

დაფინანსებული სტუდენტების სია

განმარტება: ცარიელი გრაფა ნიშნავს, რომ სტუდენტს მოპოვებული აქვს სამხატვრო აკადემიის შიდა დაფინანსება. 50 და 70 ნიშნავს სახელმწიფო გრანტს შიდა დაფინანსებასთან ერთად.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში რეგისტრაცია იწარმოებს 13 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით 11:00 - 16:00 საათამდე.. მისამართი გრიბოედოვის ქუჩა #22, საკონტაქტო ტელეფონი: 591028771

ჩამოტვირთეთ ხელშეკრულების PDF ფაილი:
https://drive.google.com/file/d/1-mGkK5_zj7tFiDGJtjine00AIkjHqMrH/view?usp=sharing

გთხოვთ აბიტურიენტებმა 13 სექტემბრამდე, გაიაროთ წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია: https://old.old.art.edu.ge/form/view.php?id=18128

ფაკულტეტების და საბაკალავრო პროგრამების დასახელებები გადაამოწმეთ ამ PDF ფაილში: https://drive.google.com/file/d/14k8O-kcPvlfFGO75UwSD13A88wEW2F1r/view?usp=sharing

განცხადების სრულად სანახავად, დააწკაპუნეთ განცხადების სათაურზე