ENG


საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ,  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით,   (GPA-მინიმუმ 3.0 )  ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი);
აგრეთვე,  იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი.  
თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ პირობებს და გაქვთ სურვილი ჩაერთოთ სტაჟირების პროგრამაში,  1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, დეკანატში დააფიქსირეთ თქვენი თანხმობა ხელმოწერით.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს.

კონკურსის მიზანი:
ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა. დეტალური ინფორმაციისთვის, მითითებული ბმულის გამოყენებით ესტუმრეთ
სამეცნიერო ფონდის ვებგვერდს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №74-4
2021 წლის 9 თებერვალი ქ. თბილისი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
 
გთხოვთ დაინტერესებულმა სტუდენტებმა იხილეთ
თანდართული ბრძანება და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სამხატვრო აკადემიის, თქვენი ფაკულტეტის შესაბამის წარმომადგენელს მითითებულ ნომრებზე:
 
არქიტექტურა - 599 996 326
მედია ხელოვნება - 599 510 300
სახვითი - 555 939 408
დიზაინი - 555 312 077
ხელოვნების ისტორია/რესტავრაცია - 599 344 733
ბუღალტერია - 595 308 883