ENG

ხშირად დასმული კითხვებიდან გამომდინარე, განვმარტავთ:
აბიტურიენტის პირადი ნომრის ბოლო ოთხი ციფრი, წარმოადგენს აბიტურიენტის ინდივიდუალურ კოდს, აგრეთვე რეგისტრაციის დადასტურების წერილის ნომერი.  
გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დადასტურების წერილი შესაძლოა არ მოვიდეს თქვენი ელექტრონული ფოსტის ახალ წერილებში, ამიტომ დაათვალიერეთ SPAM საქაღალდე ან ელექტრონული ფოსტის სხვა განყოფილებები. 
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა ვერ მოიძია ელ.ფოსტაზე მისული დადასტურების წერილი, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან აბიტურიენტს, პორტფოლიოს წარდენის დროს, საგამოცდო ოფისის მიერ, ისედაც გადაეცემა მისი კუთვნილი ინდივიდუალური კოდი. 
აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ  გავიდნენ ორ გამოცდაზე - როგორც ხაზვაზე ისე ხატვაზე, ორივე ველი უნდა მონიშნონ ერთ სარეგისტრაციო ფორმაში და გადაიხადონ 80₾ . 
გადახდის დროს კი გაითვალისწინეთ, რომ სახაზინო კოდი იგივეა რაც ანგარიშის ნომერი.
გისურვებთ წარმატებას! 

აბიტურიენტთა მიერ რეგისტრაციის პირველი ეტაპის (ელექტრონული ფორმით) განხორციელება - 2023 წლის 10 აპრილიდან 2023 წლის 23 აპრილის ჩათვლით:
აკადემიის კანცელარიაში პორტფოლიოს წარდგენა - 2023 წლის 24 აპრილიდან 2023 წლის 5 მაისის ჩათვლით;
პორტფოლიოს განხილვა-შეფასება - 2023 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით;
პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა - 2023 წლის 22 მაისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვა - 2023 წლის 23-24 მაისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ პორტფოლიოს შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება - არაუგვიანეს 2023 წლის 25 მაისი;

აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, გარემოს დიზაინი):
გამოცდა ხაზვაში - 2023 წლის 29-30 მაისი;
საგამოცდო ნამუშევრების შეფასება - არაუგვიანეს 2023 წლის 31 მაისი;
საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა - 2023 წლის 2 ივნისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვა - 2023 წლის 3-4 ივნისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება - არაუგვიანეს 2023 წლის 5 ივნისი;
 
სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამებზე:

გამოცდა „თავისუფალი კომპოზიცია“:
პირველი საგამოცდო ნაწილი (გრაფიკა) – 2023 წლის 5-7 ივნისი;
მეორე საგამოცდო ნაწილი (ფერწერა) – 2023 წლის 8-10 ივნისი;
საგამოცდო ნამუშევრების შეფასება - არაუგვიანეს 2023 წლის 11 ივნისი;
საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადების წარდგენა - 2023 წლის 13 ივნისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადებების განხილვა - 2023 წლის 14-15 ივნისი;
საპრეტენზიო საბჭოს მიერ საგამოცდო ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საპრეტენზიო განცხადებებზე გადაწყვეტილების მიღება - არაუგვიანეს 2023 წლის 16 ივნისი.

ბრძანება