ENG





1. სტუდენტებს (საბაკალავრო საფეხურის პირველკურსელების გარდა), რომლებმაც 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე არ დაფარეს 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური,
დაუწესდეთ შემდეგი დამატებითი ვადები 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სწავლის სემესტრის საფასურის გადახდისთვის:
ა) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტთა მიერ, რომლებიც სარგებლობენ 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტებით, წლიური საფასურის (2250 ლარი) ნახევარ თანხასთან (1125 ლარი) აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის შეფარდების გათვალისწინებით, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური - შესაბამისად, 337,50 (სამას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი (70%-იანი გრანტით მოსარგებლეთა მიერ) და 562,50 (ხუთას სამოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი (50%-იანი გრანტით მოსარგებლეთა მიერ) გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით;
ბ) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა მიერ, რომლებიც არ სარგებლობენ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო სასწავლო გრანტებით, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური გადახდილ უნდა იქნეს ორ ეტაპად, თითოეულზე
(სემესტრის სწავლის საფასურის (1125 ლარი) ნახევარი) - 562,50 (ხუთას სამოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით შემდეგ ვადებში:
ბ.ა) პირველი შენატანი (562,50 ლარი) - არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით;
ბ.ბ) მე-2 შენატანი (562,50 ლარი) - არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით;
გ) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა მიერ, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ ინდივიდუალური გრაფიკი და რომლებიც არ სარგებლობენ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო სასწავლო გრანტებით, ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის დადგენილი სწავლის საფასური გადახდილ უნდა იქნეს ორ ეტაპად, შემდეგ ვადებში:
გ.ა) პირველი შენატანი (ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის დადგენილი სწავლის საფასურის ნახევარი) - არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით;
გ.ბ) მე-2 შენატანი (ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის დადგენილი სწავლის საფასურის ნახევარი) - არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
2. სტუდენტების (საბაკალავრო საფეხურის პირველკურსელების გარდა) მიერ, რომლებიც არ სარგებლობენ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო სასწავლო გრანტებით და რომლებმაც 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე ნაწილობრივ დაფარეს 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური, აღნიშნულ საფასურამდე (1125 ლარი) შესავსები
თანხა გადახდილ უნდა იქნეს ორ ეტაპად, შესავასები თანხის 50-50%-ის ოდენობით, შესაბამისად პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით შენატანებისთვის განსაზღვრულ ვადებში.
3. საბაკალავრო საფეხურის პირველკურსელების მიერ, რომლებმაც რეგისტრაციის დღისთვის სრულად ან ნაწილობრივ ვერ დაფარეს 2023-2024 სასწავლის წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასური (მათ შორის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო სასწავლო
გრანტებით მოსარგებლეთათვის დადგენილი პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით), აღნიშნული საფასური სრულად გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

4. 2023-2024 სასწავლის წლის მე-2 სემესტრთან მიმართებით, შესაბამისი დამატებითი კონკრეტული ვადები დაწესდეს შემდგომში ცალკე სახით, პირველ და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესების ანალოგიურად.