ENG



თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების IV კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს დრეზდენის საერთაშორისო პლენერის ორ ახალ მონაწილეს.
დრეზდენის საერთაშორისო პლენერი, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის - „Palais Sommer“ უმთავრესი კომპონენტია, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 2013 წლიდან არიან ჩართულნი პროექტის დამფუძნებლის, აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას ინიციატივით (1962-2019).
კონკურსი გულისხმობს ორ ეტაპს: განიხილება სტუდენტების ნამუშევრები ზოგადად და პროექტის სპეციფიკასთან შესაბამისობაში. შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას პლენერის სამხატვრო ხელმძღვანელებთან, მარიამ შაქარაშვილთან და ბექა საყვარელიძესთან. გამარჯვებულები გაემგზავრებიან დრეზდენში, შექმნიან ნამუშევრებს გერმანელ მხატვრებთან ერთად და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში.
მგზავრობის, ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ყველა ხარჯი სრულიად დაფინანსებულია ფესტივალის მიერ.
პროექტის ხანგრძლივობა - 10/07/23 - 12/08/23
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადააგზავნოთ 10/15 ფერწერული ნამუშევრის ფოტო/პორთფოლიო და CV მითითებულ მისამართზე: shakarashviliart@gmail.com
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 11 მაისი, 20:00 საათი
გისურვებთ წარმატებას!

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების საყურადღებოდ!
ფონდი ATINATI აწესებს პრემიას - განაცხადების მიღება შესაძლებელია 21 მაისამდე!
პრემია შეადგენს 5 000 €
გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული ჟიური, რომელიც ქართველი და უცხოელი წევრებისგან არის დაკომპლექტებული.
ATINATI-ს მიზანია, წაახალისოს სტუდენტები და მისცეს მათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ.
პროექტის ბოლოს, გამარჯვებული ერთი სტუდენტის პერსონალური გამოფენა ATINATI’S კულტურის ცენტრში გაიმართება. მას, ასევე გადაეცემა ფულადი პრემია 5 000 €.
განაცხადის შევსების თაობაზე სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ATINATI.COM-ზე.

გისურვებთ წარმატებას!

მ.წ. 22-23 ივლისს ყაზახეთში, ქ. ალმატიში ჩატარდება ყაზახეთის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ დაგეგმილ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის მეორე საერთაშორისო მოდელი.
მსოფლიო მემკვიდრეობის თემაზე დაგეგმილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება განკუთვნილია იუნესკოს წევრი სახელმწიფოს 16-დან 22 წლამდე პირთათვის. თითოეული ქვეყნიდან მონაწილეთა დელეგაცია უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ ორი ახალგაზრდისგან.
ყაზახეთის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია ფარავს მონაწილეების განთავსების, კვებისა და ალმატის ფარგლებში გადაადგილების ხარჯებს პროგრამის პერიოდისთვის. საერთაშორისო მგზავრობას უზრუნველყოფს თავად მონაწილე. მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა ხდება ონლაინ ფორმის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია შემდეგ
 ბმულზე
რეგისტრაციისა და მოთხოვნილი ვიდეო დოკუმენტაციის (იხ. დანართი: Regulations) წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 15 აპრილი.
Regulations
The Second International UNESCO Model under the patronage of UNESCO
Letter