ENG


10 აპრილს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას სტუმრობდა ესპანეთის, ოვიედოს ხელოვნების უმაღლესი სკოლის Escuela de Arte de Oviedo - სამხატვრო აკადემიის ახალი ერასმუს პარტნიორი ინსტიტუტის, პრინტის მიმართულების პროფესორი Isabel García Cuadrado.
სტუმარს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდა სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი. 10-15 აპრილს იგეგმება ტრენინგ მობილობა თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულებაზე.



2023 წლის 29 და 30 მარტს, იტალიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ უმასპინძლა ღონისძიებას „იტალიის დიზაინის დღეები საქართველოში 2023“.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს იტალიის ელჩმა საქართველოში - ენრიკო ვალვომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - ირაკლი ქარსელაძემ და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, რომელსაც წარმოადგენდნენ ეროვნული საბჭო (CNAPPC), ჟურნალ "დომუს საქართველოს" სარედაქციო გუნდი და დიზაინის ევროპული ინსტიტუტი (IED). იტალიელ და ქართველ არქიტექტორ-დიზაინერებთან ერთად, სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის სალექციო პრეზენტაცია გამართა მაესტრო მიკელე დე ლუკიმ, რომელიც ეძღვნებოდა მის იდეას არქიტექტურის შესახებ - ხედვას, რომელიც ერთგვარი ფანჯარაა აწმყოს, წარსულსა და მომავალს შორის.