ENG

პოლონური ფონდის „Plac Teatralny” და პაველ დობრზიცკის ვიზიტი  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 
სამხატვრო აკადემიას ეწვია პოლონური ფონდის „Plac Teatralny” და პოლონეთის სხვადასხვა თეატრების წარმომადგენლების ჯგუფი: ვარშავის თეატრის აკადემიის პროფესორი, პაველ დობრზიცკი - ვარშავის სახვითი ხელოვნების აკადემიის სცენოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი. პოლონეთის დელეგაცია შეხვდა აკადემიის რექტორს, პროფესორ ყარამან ქუთათელაძეს, საერთაშორისო სამსახურის, თეატრის მხატვრობის მიმართულების და თბილისის თეატრალური ბიენალეს წარმომადგენლებს.
პოლონეთის დელეგაციის წევრები:
თორნიკე ცირეკიძე- საქართველოს ახალგაზრდა ელჩი პოლონეთის
რესპუბლიკაში. მარიუშ მაშკიევიჩი- პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბენიამინ ბუკოვსკი - კრაკოვის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, იან ტომაშევიჩი - იულიუს ოსტერვის სახელობის თეატრის დირექტორი, გორზოვ ვილკოპოლსკში. ასევე, ბეატა შჩუჩინსკა - ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის სახელობის
თეატრალური აკადემიის კანცლერი.
აგნიესკა ზაიკ ტვოროვსკა - ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის სახელობის
თეატრალური აკადემიის ვიცე კანცლერი,
ანა ალბინგერი - გდანსკის შექსპირის ფესტივლის მხატვრული ღონისძიებების
კოორდინატორი და ფილიპ ფრატჩაკი - "Plac Teatralny" ფონდის მმართველი საბჭოს პრეზიდენტი.


სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი, მონპელიეს უნივერსიტეტი - UNIVERSITÉ PAUL-VALÉRY MONTPELLIER 3 - კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტებისთვის!
კონკურსი ცხადდება წინასწარ, რადგან მოითხოვება ფრანგული ენის B1 სერტიფიკატი - DELF  ან  DALF, იხილეთ ბმული:   https://www.univ-montp3.fr/fr/examen-de-langue   სტუდენტებს ეძლევათ ფრანგული ენის შესწავლის და სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა - 2024 წლის მაისამდე!
ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი ცხადდება სამხატვრო აკადემიის - კინოს მხატვრობის მიმართულების სტუდენტებისთვის - 2 ადგილი, 2024-2025 სასწავლო წლისთვის, 2 სემესტრი - მონპელიეს უნივერსიტეტში UNIVERSITÉ PAUL-VALÉRY MONTPELLIER 3! https://www.univ-montp3.fr/en
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, კინოს მხატვრობის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· პორტფოლიო
. CV
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B1 ან ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მარტი
საკონტაქტო პირები: 
ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge

ERASMUS
4-8 დეკემბერს, ერასმუს+ მობილობის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეწვევა ერასმუს  პარტნიორი, ესპანეთის - ქ. გრანადას უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორთა ჯგუფი:
Francisco José Sánchez Montalbán - გრანადას უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დეკანი;
Marisa Mancilla Abril - კულტურული გაფართოებისა და ტრანსფერის ვიცე-დეკანი, La Madraz-ს ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის დირექტორი
Ana Cremades - ხატვის მიმართულების პროფესორი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი.  
5 დეკემბერს, 12:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის ხატვის აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია თემებზე: 
გრანადას უნივერსიტეტის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტრუქტურა, პროგრამები და სწავლების მეთოდოლოგა - Francisco José Sánchez Montalbán
ლექცია/პრეზენტაცია - “Languages and aesthetic currents of contemporary photography” და Ana Cremades - ლექცია/პრეზენტაცია “Art collections and management”,
“Mindful Methodology in the Arts: Social Sustainability through Creativity”; “Absurdity in the Arts as a Social Tool: Stop, Look, Go”.
დასწრება თავისუფალია ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის.