ENG

საზაფხულო სკოლა იტალიაში - Poliarte Design Academy!

იტალიის Poliarte Design Academy -
Ancona, რომელიც Rainbow Group-ის წევრია, აცხადებს მიღებას მოდის დიზაინის სტუდენტებისთვის ერთთვიან, შერეული ფორმატის საზაფხულო სკოლაში „Italian design experience-2023“.

21 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ცნობილმა არტისტმა და დამოუკიდებელმა კურატორმა საბინა შიხლინსკაიამ ლექცია გამართა. კურატორმა ისაუბრა ბოლო წლებში, მის მიერ განხორციელებულ მხატვრულ და საკურატორო პროექტეზე, ასევე თანამედროვე ხელოვნების განვითარების ტენდენციებზე.
საბინა შიხლინსკაია, ცნობილი მხატვარი და დამოუკიდებელი კურატორია, მის სახელს უკავშირდება აზერბაიჯანში კონცეპტუალური ხელოვნების განვითარება. მუშაობს სხვა და სხვა მედიაში - პერფორმანსი, ვიდეო-არტი და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ბიენალესა თუ ექსპოზიციაში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1993 წლიდან, მისი უშუალო კურატორობით გაიმართა 70-ზე მეტი გამოფენა. იყო აზერბაიჯანის პირველი პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე.


16 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში, ქალბატონი ტანია ჰუტი. სტუმარს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი, ასევე რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორი და დეკანის მოადგილე - ნინო ჭოღოშვილი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს.