ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, ავსტრიის, ლინცის კათოლიკურ უნივერსიტეტში - Catholic Private University Linz. სემესტრის ხანგრძლივობა: 4 ოქტომბერი, 2021 – 30 იანვარი, 2022. (იხ. საერთაშორისო სემესტრის დანართი
KULIS). გთხოვთ რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
· ნიშნების ფურცელი
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
აპლიკაციის დედლაინი: 30 აპრილი, 2021
საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი - მარიამ მიქაძე,
mariam.mikadze@art.edu.ge, 599181716
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი
- მობილობის განხორციელება დაგეგმილია ავსტრიის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით
- ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ავსტრიის საკონსულოში ქ. ბაქოში
- პანდემიის პირობებში, ქ. ბაქოში განთავსებული ავსტრიის საკონსულოს არფუნქციონირების შემთხვევაში, ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ავსტრიის საკონსულოში ქ. სტანბულში
- ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს სავიზო და სხვა აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.
- პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაში