ENG


25-30 ივნისი, თსს აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის მე-3 კურსის სტუდენტთა ჯგუფის მონაწილეობა ესტონეთის, ტარტუს  გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის- ‘Pallas University of Applied Sciences’ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რაც გულისხმობს კედლის მოხატვას პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა  მოსახატი კედლის სივრცე.  თსს აკადემიის ჯგუფის კონცეფცია ეხება ფიროსმანის თემას.  ჯგუფის ხელმძღვანელი-ფერწერის ასოცირებული პროფ. თინათინ ცხადაძე, მონაწილე სტუდენტები -  ე. იოსელიანი, ს. ბაქანიძე, ნ. კიკალიშვილი, ს. ლაბაძე, ქ. ლობჟანიძე.  პროექტი დაფინანსდა ერთობლივად, ქ. ტარტუს მუნიციპალიტეტისა და თსს აკადემიის მიერ.   


31 მაისი, შვედეთის Trollhättan-ის უნივერსიტეტის ‘University West‘ -ის სასწავლო დეპარტამენტის კოორდინატორების Susanne Rath და  Anna Jonlund -ის ვიზიტი თსს აკადემიაში, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის შესახებ.   

რუმინეთის ქალაქ იაშის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მიხაი დრიშკუს ვიზიტი (თსსა არქიტექტურის ფაკულტეტი) 23.05.2019 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს ეწვია Erasmus+ პროექტების ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტის ("Gheorghe Asachi" Technical University of Iași, Romania ) არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი მიხაი დრიშკუ. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორ გიორგი გუგუშვილსა და არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანთან ნოდარ ამაშუკელთან. შეხვედრისას განიხილეს სამომავლო პროექტები სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გათვალისწინებით. არქიტექტურის ფაკულტეტის საკონფერენციო აუდიტორიაში გაიმართა პროფესორ მიხაი დრიშკუს პრეზენტაცია. სტუმარმა მოინახულა სამხატვრო აკადემიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე რესტავრაციაში მყოფი შენობა.