ENG

ა.წ. 9-13 მაისს, თსსა ერასმუს პარტნიორ, ავსტრიის, გრაცის  FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურების პერსონალის კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, ერასმუს ინსტიტუციურმა კოორდინატორმა, მაია ყიფიანმა. კვირეული მოიცავდა სემინარების, ვორქშოფებისა და ტრენინგების სერიას თემაზე ' უმაღლესი განათლების სოციალური  მდგრადობა, გადაწყვეტილებები მომავლისთვის'. კვირეულში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 17 ქვეყნის 29 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. შედგა მოლაპარაკება არქიტექტურის და მედია ხელოვნების ფაკულტეტებთან თანამშრომლობის გაგრძელების და გაფართოების შესახებ.



26 აპრილს, სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტს ესტუმრა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის FH Salzburg University of Applied Sciences - პროდუქტის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორების 34 კაციანი ჯგუფი.

მათ დაათვალიერეს სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობა და სტუდიები, შემდეგ დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის 6 მიმართულების ვორქშოპში:

ტექსტილის დიზაინი;
მხატვრული კერამიკა;
მხატვრული მინა;
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი;
სამკაული და ლითონის დეკორატიული პლასტიკა;
სამრეწველო დიზაინი.
პირველ დღეს ჩატარდა 5 ვორქშოპი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე.  

ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი  პოლონეთის შჩეტჩინის ხელოვნების აკადემიაში- Szczecin Academy of Art, 1 ადგილი - თსსა ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტისთვის 2022 წლის შემოდგომის სემესტრში.   სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 10 მაისი, 2022
 
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი  
anamikeladze@hotmail.comana.mikeladze@art.edu.ge, 599222012

აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·               ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია  პოლონეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·                  პოლონეთის  ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  თბილისში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი პოლონეთში  ჩასვლის შემდეგ.