ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz, მედია/დიზაინის დეპარტამენტის საინფორმაციო დიზაინის მიმართულებაზე: https://www.fh-joanneum.at/informationsdesign/bachelor/en/ წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო წერილი
·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
აპლიკანტმა სტუდენტებმა , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატში,
დედლაინი: 15 აპრილი, 2023
საკონტაქტო პირი: ქეთევან კვირიკაძე,
ketevan.kvirikadze@art.edu.ge, 599153339
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან ქ. სტანბულში.
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.