ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი პოლონეთის ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში, 2 ადგილი - თსსა ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტისთვის 2023 წლის შემოდგომის სემესტრში. სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
· CV
. პორტფოლიო
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
დედლაინი: 15 აპრილი, 2023
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი anamikeladze@hotmail.com,
ana.mikeladze@art.edu.ge, 599222012
აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი
· მობილობის განხორციელება დაგეგმილია პოლონეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
· პოლონეთის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. თბილისში
· ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი პოლონეთში ჩასვლის შემდეგ.