ENG




ესპანეთის გრანადას უნივერსიტეტი- მონაწილეობა მე-18 საერთაშორისო კვირეულში ‘Internationalization Advanced Level’  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების, ხელმძღვანელ პოზიციაზე  მომუშავე პირებისთვის- მაია ყიფიანი, თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ერასმუს კოორდინატორი.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა:
·         ახალი ერასმუს+ პროგრამის პრიორიტეტები,
·         საპილოტე პროგრამა- ინტერნაციონალიზაციის კურიკულუმი და ინტერკულტურული კომპეტენციები,
·         დიჯიპასის პროექტი- DIGIPASS Moodle საუნივერსიტეტო მობილობების პლატფორმებში  
·         პროგრამები- გრანადას უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის წვლილი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში - 6.12 % GDP
1531 წლიდან და დღეს, გრანადას უნივერსიტეტი, პირველი ევროპული უნივერსიტეტების ალიანსის Arqus Alliance-ის და Coimbra Group-ის წევრია. უნივერსიტეტი  მოიცავს 7 კამპუსს  (გრანადა-3, მაროკო, იორდანია, პალესტინა) და 1 ვირტუალურ კამპუსს, აქ 18 კვლევითი ინსტიტუტი და როგორც სამეცნიერო კვლევითი, ასევე საერთაშორისო პროექტების 526  ჯგუფი ფუნქციონირებს, 27 ფაკულტეტზე სწავლობს 70 000-მდე სტუდენტი 115 ქვეყნიდან.  
წლების მანძილეზე ინტერნაციონალიზაციის და სახვითი ხელოვნების მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ შედგა მოლაპარაკება თანამშრომლობის გაფართოების შესახებ თსსა და გრანადას უნივერსიტეტის  არქიტექტურის ფაკულტეტებს შორის, ახალი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში.

16 მარტი - სამხატვრო აკადემია
ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის FH Salzburg University of Applied Sciences - ავეჯის დიზაინის, მოდელირებისა და ვიზუალიზაციის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა - მარკუს შრანცერმა და ბიზნეს სტრატეგიისა და მარკეტინგის პროგრამის ხელმძღვანელიმა - ვოლფგანგ ირლინგერმა დაათვალიერეს სამხატვრო აკადემია. სტუმრები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს და აკადემიის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე შედგა მოლაპარაკება, პროფესორების და ავსტრიელი სტუდენტების ჯგუფის ვიზიტის და ქართველ სტუდენტებთან ერთად ერთობლივი ვორქშოფის შესახებ - მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს. ვოქრშოფი გაიმართება სამრეწველო დიზაინისა და ინტერიერის დიზაინის სტუდენტებისთვის.