ENG



თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები".
მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა იაშვილმა, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტების პედაგოგებმა: პროფესორმა მანანა ძიძიკაშვილმა და დავით სილაგაძემ და ექვსმა სტუდენტმა: ნინი საყვარელიძემ, ლუკა ლეკიშვილმა, სოფო კორძახიამ, მარიამ ჩადუნელმა, ხვიჩა წენგუაშვილმა და ეთუნა მელქაძემ, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - დიცის, ფლავისმანის, მერეთის და ქვეშის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებით, სოფელ დიცის საჯარო სკოლაში გამოფენა მოაწყვეს. ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალები მოსწავლეებს, პირველი შეხვედრისას, მასტერკლასების ფარგლებში გადაეცათ. გამოფენის გახსნამდე, პროფესორმა მაია იზორიამ, სამხატვრო აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების პედაგოგები და საქართველოს კულტურის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი - დენის ნესტერენკო.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები". მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა იაშვილი, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტების პედაგოგები: პროფესორი მანანა ძიძიკაშვილი და დავით სილაგაძე და 6 სტუდენტი: მარიტა ხარაძე, ნინო გოგოლიძე, ეკა საპანაძე, მარი ელიავა, მარიამ ხოსროშვილი და რატი წიკლაური, ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ცენტრში - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და სამხატვრო აკადემიის სასწავლო-შემოქმედებითი საქმიანობა გაცნეს. ასევე, მოსწავლეებს გადასცეს სახვითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალები და ჩაატარეს მასტერკლასები. სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი თემატური ჯგუფების საქმიანობა გრძელდება დისტანციურად. პროფესორმა მაია იზორიამ წარმოადგინა პრეზენტაცია სამხატვრო აკადემიის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრის დირექტორი, ქეთევან ნოზაძე და საქართველოს კულტურის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, დენის ნესტერენკო.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები".
მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა იაშვილი, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტების პედაგოგები: პროფესორი მანანა ძიძიკაშვილი და დავით სილაგაძე და 6 სტუდენტი: გიორგი ცოფურაშვილი, ანა ჯაგაევი, ნინი კერატიშვილი, ლიკა თაგვაძე, თეკლა კობახიძე და ილია არქანია, მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრში შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს და გააცნეს სამხატვრო აკადემიის სასწავლო-შემოქმედებითი საქმიანობა. ასევე, გადასცეს სახვითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალები და ჩაატარეს მასტერკლასები. სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი თემატური ჯგუფების საქმიანობა გრძელდება დისტანციურად. პროფესორმა მაია იზორიამ წარმოადგინა პრეზენტაცია სამხატვრო აკადემიის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრის ხელმძღვანელი ემინ ახმედოვი და საქართველოს კულტურის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი დენის ნესტერენკო.